Sunday, February 23, 2014

მეცხრე დღე
მოვისმინე ნინო თოდაძის პრეზენტაცია,რომელიც ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით   პირველ    ქართულ   გაზეთთან  დაკავშირებით.საინტერესო იყო  ამ   გაზეთების შინაარსის  მიმოხილვა . კარგი იყო ბუკლეტი .საინტერესო იქნება ,თუ მოსწავლეები წარმოდგენაში   გააცოცხლებენ  მეცხრამეტე  საუკუნეს და წარმოადგენენ იმპროვიზაციას

მეორე გამომსვლელი იყო მედეა გოცაძე, რომელმაც წარმოადგინა პროექტი,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სალიტერატურო  ენის ნორმების დაცვას.საინტერესო იყო ძალიან მოსწავლეთა მუშაობის პროცესი,მასწავლებლის მიერ მიცემული მითითებების მიხედვით

მესამე გამომსვლელი გახლდათ ანი კუპრავა, რომელმაც წარმოადგინა პროექტი რეპრესირებულთა თემაზე.  წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესოდ.განსაკუთრებითმომეწონა რეპრესირებული ქალებისა  და ჩრდილში დარჩენილი რაპრესირებული ადამიანების შესახებ. პროექტი ძალიან მრავალი ინფორმაციის მომცველი იყო .ამ პროექტში მონაწილეობა ნამდვილად დააფიქრებს მოსწავლეს.საინტერესო იქნებოდა მინი ლექცია თემაზე „დრონი მეფობენ და არა მეფენი“

მეოთხე გამომსვლელი იყო ნათია ბურნაძე, რომელმაც წარმოადგინა პოემა„ თორნიკე ერისთავი,“  სადაც გვიჩვენა,  თუ რა მნიშვნელობა აქვს ერის ისტორიის ცოდნას.
თემა ძალიან საინტერესო იყო,პროექტიც , ჩემი აზრით, მრავლისმომცველი და კარგი

მეხუთე გამომსვლელი  იყო მაგდა მდივანი, რომელმაც წარმოადგინა პროექტი საახალწლო წეს-ჩვეულებები შესახებ,რაც ძალიან მომეწონა

No comments:

Post a Comment