XIX-XX საუკუნის მწერლობა -ტესტები

მე-19 საუკუნის  ქართული ლიტერატურა
 
1.     რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი რომელი ტენდენცია არის გამოკვეთილი
გრ. ორბელიანიოს  ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“?
             ა.  წარსულის კრიტიკული დამოკიდებულება;
             ბ.  წარსულის გაიდეალება?;
             გ.  აწმყოთი აღფრთოვანება;
            დ.  რეალური ვითარების სიზუსტით აღწერა.
2.     გრ. ორბელიანი ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ მიმართავს  თამარის ფრესკას:
            „მიხარის - გიმზერ,
             ვწუხვარ - და გიმზერ...“
             რა არის ავტორის წუხილის მიზეზი?
          ა. თამარის ფრესკის დაზიანება;
          ბ. საქართველოს ძველი დიდების გაქრობა;
          გ. ბეთანიის ეკლესიის ნანგრევებად ქცევა;
          დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
3.     რომელი ისტორიული ფაქტი დაედო საფუძვლად ნ. ბარათაშვილის პოემას „ბედი ქართლისა“?
           ა. 1965 წლის კახეთის აჯანყება;
           ბ. 1804 წლის მთიულეთის აჯანყება;
           გ. 1795 წლის ბრძოლა აღა-მახმად-ხანთან ;
           დ. ისტორიული ფაქტი არ უდევს საფუძვლად.
4.     რით იწყება ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ პირველი კარი?
            ა. არაგვისადმი მიძღვნილი სტრიქონებით;
            ბ. ერეკლეს მიმართვით ლაშქრისადმი;
            გ.  ერეკლეს ლოცვით;
            დ. განთიადის სურათით.
5.     ვინ მოუწოდა ქართველ ლაშქარს ბრძოლის დაწყების წინ:
             „დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი, ვითა თქვენგანი ერთი მხედარი;
              დღეს გამოჩნდება ვინ არს ერთგული, ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული“ ?
             ა. თორნიკე ერისთავმა;
             ბ. მეფე ერეკლემ;
             გ. ბერმა ლუხუმმა
             დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
6.     საქართველოს რომელ კუთხეს შეაფარა თავი დამარცხებულმა მეფე ერეკლემ?
             ა. ფშავს;
             ბ. კახეთს;
             გ. ქსნის ხეობას;
             დ. მთიულეთს.
7.     რომელი ქართველი ქალის სახე უკვდავყო ნ. ბარათაშვილმა თავის პოემაში?
             ა. ეკატერინე ჭავჭავაძის;
             ბ. თამარ მეფის;
             გ.  სოლომონ ლეონიძის მეუღლის;
             დ. მარიამ დედოფლის.

8.     რომელი სტრიქონით მთავრდება „ბედი ქართლისა“?
             ა. „მაგრამ ირაკლიმ გაქუსლა მთიულეთისკენ თავისი ცხენი და შეუმცირა სპარსთა   
                 ტკბილი დღენი“;
             ბ.  რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების საშვილიშვილოდ გადაეცემის“;
             გ. „ღმერთო, ამაზედ მეტთა სატანჯველთა ნუღა მოუვლენ საწყალთა ქართველთ!“;
             დ. „მაგრამ ამაო იყო ყოველი: დიდი ხანია გულს ირაკლისას გადუწყვეტია ბედი
                   ქართლისა“.                     
9.     რა გახდა ნ. ბარათაშვილის „მერანის“ დაწერის საბაბი?
             ა.  ეკატერინე ჭავჭავაძის გათხოვება;
             ბ.  საქართველოს შეერთება რუსეთთან;
             გ.  ილია ორბელიანის დაღუპვა;
             დ. ილია ორბელიანის დატყვევება შამილის მიერ.
10.  რომელი პოეტების შთაგონების წყარო გახდა მთაწმინდა?
             ა.  გრ. ორბელიანისა და ვაჟა-ფშაველასი;
             ბ.  გრ. ორბელიანის, ი.ჭავჭავაძის და ა. წერეთლის;
             გ.  ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლისა და გ.ტაბიძის;
             დ. ი. ჭავჭავაძისა და გ. ლეონიძის.
11.  რით ხსნის ნ. ბარათაშვილი შეყვარებული მამაკაცის „პირუმტკიცობას“, მისი გრძნობის ცვალებადობასა და ხანმოკლეობას ლექსში „რად ჰყვედრი კაცსა“?
             ა. ქალი სილამაზით ვერ ატყვევებს მამაკაცს;
             ბ. ქალი მხოლოდ თავის თავსა და გრძნობაზე ფიქრობს;
             გ. ქალი ვერ პასუხობს მამაკაცის სიყვარულს სულის მშვენიერებით.
12.  ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი:
              „მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
              რომლით ნათდება ყოვლი გრძნობა, გული და სული“.
             ა.  გრ. ორბელიანი;                             
             ბ.  ნ. ბარათაშვილი;
             გ.  ი. ჭავჭავაძე; 
             დ. აკ. წერეთელი.
13.  როდის გამოვიდა ილია ჭავჭავაძე სამოღვაწეო ასპარეზზე?
             ა.  მე-19 ს. დასაწყისში;                      
             ბ.   მე-20 ს-ის შუა წლებში;
             გ.  მე-19 ს. 80-იან წლებში;                
             დ.  მე-19 ს.-ის 60-იან წლებში.
14.  რომელი ლექსიდან არის ეს სტრიქონები: „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ   წარვუძღვე  წინა ერსა“?
             ა.  ი. ჭავჭავაძის „პოეტი“;                    
             ბ. ა.წერეთლის „პოეტი“;
             გ.  ვაჟა-ფშაველას „სიმღერა„;             
             დ. ნ. ბარათაშვილის „მერანი“.
15.  ი. ჭავჭავაძის მოგზაურობის რომელი მონაკვეთია ასახული „მგზავრის წერილებში“?
             ა.  პეტერბურგიდან თბილისამდე;                     
             ბ. ვლადიკავკაზიდან ფასანაურამდე;
             გ.  ლარსიდან სტეფანწმინდამდე;                      
             დ. სტეფანწმინდიდან თბილისამდე.       
16.  „მგზავრის წერილების“ რომელი პერსონჟია „ღვინოსა და არაყთან ძალიან დაახლოებული?!
             ა. იამშჩიკი“;                                      
             ბ. „სტანციის“ გუშგი- ფეხმოტეხილი სალდათი;
             გ. „ფრანციელი“;                         
             დ. რუსი ოფიცერი.
17.  რისი სახეა თერგი , ი. ჭავჭავაძის თქმით?
             ა. ადამიანის გაღვიძებული ცხოვრების;            
             ბ. სიმართლის მძებნელი ადამიანის;
             გ. მებრძოლი რევოლუციონერის;                     
             დ.ადამიანის სინდის-ნამუსის.
18.  როგორი ადამიანი მოსწონს ილია ჭავჭავაძეს („მგზავრის წერილები“)
            ა. განათლებული;                                                   
            ბ. მეგობრის ერთგული;
            გ. ვისაც ძილშიაც არ ძინავს ქვეყანაზე ფიქრით;
           დ. ვისაც მშვიდი და წყნარი ცხოვრება ყველაფერს ურჩევნია.
19.  რა არის, ილიას თქმით, უკვდავებასავით ცივი და განცხრომასავით ჩუმი?
            ა. თერგი;                                                                      
            ბ. კესოს გული;
            ბ. განდეგილის გამოქვაბული;                                
            დ. მყინვარი.
20.  „მგზავრის წერილებში“ ი.ჭავჭავაძე ამბობს,რომ თერგი
            ა.  ადამიანის „დაღლილის ზრუნვისა და წადილის გუგუნია“;
            ბ. „ბეწვის ხიდია, სიბნელესა და სინათლეს შუა ბედისაგან გადებული“;
            გ. „ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა“;
            დ. „სახეა ადამიანის გაღვიძებული ცხოვრებისა“.
21.  რატომ დაუმალა  ი. ჭავჭავაძემ რუს ოფიცერს თავისი ვინაობა და თავი სომეხი ვაჭრის დახლიდარად გააცნო?
            ა. ილიას სურს, რომ ოფიცერი არ შეზღუდოს და გულახდილად გადმოშალოს თავისი
                აზრები?
            ბ.  ილია არ ენდობა რუს ოფიცერს , ამიტომ მალავს ვინაობას;
            გ. ლიას აინტერესებს რას იტყვის ოფიცერი სომეხ ვაჭრებზე;
            დ.არცერთი პასუხი არ არის სწორი.
22.  რით ზომავს ქვეყნის ცივილიზაციის დონეს „მგზავრის წერილების “პერსონაჟი -რუსი    ოფიცერი?
ა.ვაჭრობის განვითარებით;                                            
ბ. გენერლების რაოდენობით;
             გ. განათლებულ ადამიანთა სიმრავლით;                    
             დ. მეცნიერების მდგომარეობით.
23.  რომელი ნაწარმოებიდან არის ეს ფრაზა: 
„კარგია გაღვიძებული ადამიანი! მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არ სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა“
             ა. „ოთარაანთ ქვრივიდან“;                                              
             ბ. დიდოსტატის მარჯვენიდან“;
             გ. „კაცია-ადამიანიდან“’                                                    
             დ.„მგზავრის წერილებიდან“
24.  „მგზავრის წერილების“ რომელი ეპიზოდი გამოხატავს ი,ჭავჭავაძის შეხედულებას ადამიანის ამქვეყნიურ დანიშნულებაზე, ცხოვრების საზრისზე?
             ა. რუს ოფიცერთან საუბარი;                                          
             ბ. ლელთ ღუნიასთან საუბარი;
             გ. თხზულების დასაწყისი;                                             
             დ. თერგისა და მყინვარის შედარება.
25.   ი.ჭავჭავაძის თხზულების რომელი პერსონაჟი გამოხატავს მწერლის
 ეროვნულ-პოლიტიკურ მრწამსს?
ა. ოთარაანთ ქვრივი;
ბ. არჩილი;
გ. ლელთ ღუნია;
დ. გიორგი.
26.   ლელთ ღუნიას რომელმა სიტყვებმა ათქმევინა ი. ჭავჭავაძეს:
„რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში, გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?
ა. „ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის“;
ბ. „წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წეს-წყობაი“;
გ. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“;
დ. „ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის“.
27.  რატომ მოსწონდა ლელთ ღუნიას წარსული?
ა. ხალხი შეძლებულად ცხოვრობდა;
ბ. ხალხს სომეხი ვაჭრები ვერ აწუხებდნენ;
გ. ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდა;
დ. მტრებთან ომი გმირობის ასპარეზი იყო.
28.  დაასახელეთ „მგზავრის წერილების“ მთავარი იდეა:
ა. სოციალური თანასწორობის;
ბ. ეროვნული თავისუფლების;
გ. ერის ზნეობრივი გაჯანსაღების;
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
29.  პოემა „აჩრდილში“ ი. ჭავჭავაძე საყვედურობს ქართველებს, რომ მათ სამშობლო „დაუგდიათ ვით ტაძარი გაუქმებული“. რაში ხედავს ამის მიზეზს ილია?
ა. ქართველებს სძულთ სამშობლო;
ბ. უცხო ქვეყანას შეფარებულნი თავს ბედნიერად გრძნობენ და ქვეყნის ბედი აღარ   
    აწუხებთ;
გ. ქართველობას დაკარგული აქვს საქართველოს აღდგენის რწმენა და მათში
    განწირულობის გრძნობას დაუსადაგებია;
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
30.  სოფლის გზირის თქმით, ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში ქვრივის უნებართვოდ
გავლა შეეძლო:
ა. ნაცვალსა და იასაულს;                              
ბ. მათხოვარს;
ქარს;
დ. მზესა და წვიმას.
31.  რას ეძახდა ოთარაანთ ქვრივი ფულს?
ა. ეხლანდელ ჭირს;
ბ. შიოს მარანს;
გ. ხელის ჭუჭყს;
დ. ეშმაკის საცდურს.
32.  ოთარაანთ ქვრივი ქისას, რომელშიც მოჯამაგირის ფულს ინახავდა, „მიეცი და მოგეცესო“ ეძახდა. რას გულისხმობდა იგი ამ სახელწოდებაში?
ა. მოჯამაგირეს შრომა თუ არ აუნაზღაურე, საქმეს არ გააკეთებსო;
ბ. „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა - დაკარგულია;
გ. ისე უნდა მისცე გასამრჯელო, რომ მოგებული ყოველთვის შენ იყო;
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
33.  რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის ქმარს?
ა. დავითი;
ბ. ოთარა;
გ. თევდორე;
დ. ფილიპე.
34.  ვისზე ამბობს ი. ჭავჭავაძე:
„ძნელად იქნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე“?
ა. ელისაბედზე;
ბ. დარეჯანზე;
გ. ლუარსაბზე;
დ. ოთარაანთ ქვრივზე.
35.  ოთარაანთ ქვრივის აზრით, რა არის თვალთმაქცობა და ნუგეში, რომელიც კაცს გულს მოფხანს?
ა. ტკბილი სიტყვა;
ბ. თავადიშვილთა საქმიანობა;
გ. თანაგრძნობა;
დ. პირში ქება.
36.  დაასრულეთ ოთარაანთ ქვრივის ნათქვამი:
„თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც . . .“
ა. შემოსეული ოსმალო;
ბ. ქარბორბალა;
გ. თემურ-ლენგის ლაშქარი;
დ. დიდოელი ლეკი ნაბადსა.
37.  ი. ჭავჭავაძის რომელი თხზულებიდანა არის ეს ნაწყვეტი?
ეს წუთის-სოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ქყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით მსუბუქია“.
ა. „მგზავრის წერილებიდან“;
ბ. „ოთარაანთ ქვრივიდან“;
გ. „განდეგილიდან“;
დ. „კაცია-ადამიანიდან“.
38.  რა არის „ოთარაანთ ქვრივის“ მიზანდასახულობა?
ა. დედაშვილური სიყვარულის უძლეველობის ჩვენება;
ბ. მშრომელი, ჭირში გაუტეხელი ქალის ქალის სახის შექმნა;
გ. საზოგადოების გათითოკაცების, განსაკუთრებით კი ორ წოდებას შორის ამ   
    უფსკრულის ჩვენება, რომელიც ბატონყმობის გადავარდნამაც ვერ მოსპო;
დ. ბატონყმობის გაუქმების აუცილებლობის დამტკიცება.

39.  რატომ არ უთხრა ოთარაანთ ქვრივმა გიორგის არჩილის ოჯახში მოჯამაგირედ დადგომა?
ა. მიხვდა, რომ შვილი შეყვარებული იყო კესოზე;
ბ. არჩილის ოჯახში გიორგი ბევრ რამეს ისწავლიდა;
გ. შვილის განაწყენების შეეშინდა;
დ. ფიქრობდა: მე დედა ვარ და წამავალი. ის შვილია და მომავალი, წინ ვერ ავეფარებიო.
40.  არჩილის ოჯახში წასვლის წინ გიორგის მხიარული სახე ჰქონდა. ოთარაანთ ქვრივს ეს სიამოვნებდა. რას უწოდებს ი. ჭავჭავაძე დედის ამ განწყობას?
ა. მზიან-ჩრდილიანს;
ბ. ცოდვა-ბრალიანს;
გ. ნაღვლიანს.
41.  როგორ გესმით არჩილის ნათქვამი:
„არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის“.
ა. წიგნიერება, თეორიული ცოდნა მთავარია ადამიანის საქმიანობაში;
ბ. გაუნათლებელი ადამიანი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს;
გ. თეორიულ ცოდნას პრაქტიკული გამოცდილებაც სჭირდება;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
42.  რა უძღვის ეპიგრაფად „კაცია-ადამიანს“?
ა. „რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა“;
ბ. „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო“;
გ. „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“;
დ. „რას მიქვიან ტკბილი სიტყვა“.
43.  ილია „კაცია-ადამიანის“ შესავალში წერს:
ჩვენ პირთან საქმე არ გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვჰსწერთ“.
როგორ გესმით ეს ფრაზა?
ა. ლუარსაბის ჭირი საზოგადოების ჭირი არ არის;
ბ. ლუარსაბი  ერთი კონკრეტული პირია და მის შესახებ საზოგადოების აზრი    
    გვაინტერესებსო;
გ. ლუარსაბი არ არის კერძო პირი, იგი საზოგადოების წევრია;
დ. ლუარსაბი ზოგადი სახეა, მისნაირი ბევრია, ამიტომ თათქარიძეობა
      საზოგადოებრივი მოვლენაა და მასზე ვწერთო.
44.  საშინლად მოუვლელი ჰქონდა ლუარსაბ თათქარიძეს თავისი სახლ- კარი. რით
ხსნის ილია ამას?
ა. იმით, რომ ლუარსაბი მებატონეა;
ბ. იმით, რომ ლუარსაბი ზარმაცია;
გ. იმით, რომ ლუარსაბი გაუნათლებელია;
დ. იმით, რომ ლუარსაბი ქართველი....
45.  რისთვის უნდოდა ლუარსაბ თათქარიძეს, რომ შვილი ჰყოლოდა?
ა. თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო, შვილზე ამყარებდა იმედს;
ბ. ეშინოდა, თათქარიძეთა გვარი არ გადანაშენებულიყო;
გ. ძმის ჯიბრით, რომ დავითს არ დარჩენოდა მისი ქონება;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
46.  ვის შესახებ ამბობს ილია ჭავჭავაძე:
როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის,
როცა სული ჰყვავის--ხორცი დნება“.
ა. მებატონეების შესახებ;
ბ. არჩილისა და კესოს შესახებ;
გ. ლუარსაბ თათქარიძის შესახებ;
დ. განდეგილის შესახებ.
47.  რა იყო, ლუარსაბის აზრით, ძველ დროში კაცობის საზომი?
ა. კარგი იარაღი და ომში გამოჩენილი გმირობა;
ბ. მეფისა და ქვეყნის ერთგულება;
გ. სავსე ოჯახი და ხელგაშლილობა;
დ. კარგი ცხენი, კარგი თოფი და მარჯვე მკლავი.
48.  რას ეძახდა ლუარსაბ თათქარიძე „ეხლანდელ ჭირს“?
ა. ბატონყმობას;
ბ. შინაყმებს;
გ. სწავლა-განათლებას;
დ. მკითხავებს.
49.  ლუარსაბ თათქარიძის თქმით, ადამიანი არის...
ა. ძირგავარდნილი ქვევრი;
ბ. უსინდისობის ბუდე;
გ. ცით მონაბერი სული;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
50.  განსაკუთრებით რა არ მოსწონდა ლუარსაბს ახალ დროში?
ა. დამოუკიდებლობის დაკარგვა;
ბ. ურმების ქირაზე გაგზავნა;
გ. სკოლები;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
51.  რატომ ეჯავრებოდა ლუარსაბს სტუმარი?
ა. სიძუნწის გამო;
ბ. მოუწყობელი ბინის გამო;
გ. ტანთ უნდა ჩაეცვა;
დ. ტახტიდან უნდა ამდგარიყო.
52.  ლუარსაბს ყმების „დაწიოკება“ უყვარდა. რისთვის აკეთებდა იგი ამას?
ა. ოჯახში საქმეები წესრიგში რომ ჰქონოდა;
ბ. ყმები რომ არ გაზარმაცებულიყვნენ;
გ. ბატონის შიში და კრძალვა რომ ჰქონოდათ;
დ. გლეხებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტე რომ დაევიწყებინა.
53.  ვინ შენატრის ძაღლის ბედს ილია ჭავჭავაძის ერთ მოთხრობაში?
ა. მოურავი დათო;
ბ. ლელთ ღუნია;
გ. მსახური ბიჭი;
დ. ლამაზისეული.
54.  რამ აღაშფოთა დარეჯანი, როცა გაიგო, რომ ელისაბედმა მოახლეს ჩითმერდინი
წაართვა?
ა. კნეინამ გაჭირვებული მოახლისათვის ჩითმერდინის წართმევა როგორ იკადრაო;
ბ. წართმევა არაფერია, ეგ ქალბატონის ნებაა, მაგრამ გოგოს ჩითმერდინი თავზე
    როგორ წიკრაო;
გ. მოახლის დაჩაგვრამ;
დ. იმ გოგომ სასმართლოში რომ უჩივლოს თავი მოეჭრებაო.
55.  სად ნახეს პირველად ერთმანეთი ლუარსაბმა და დარეჯანმა?
ა. დავითისა და ელისაბედის ქორწილში;
ბ. სუტ-კნეინას სახლში;
გ. თელეთში ხატობაზე;
დ. ეკლესიაში ჯვრისწერისას.
56.  „მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ნახოს რამე, მოყვარე
კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით
გექცევი - სარკე მოგიტანე“.
რომელი ნაწარმოებიდან არის ეს ნაწყვეტი?
ა. „სამანიშვილის დედინაცვლიდან“;
ბ. „კაცია-ადამიანიდან“;
გ. „ოთარაანთ ქვრივიდან“;
დ. „სიბრძნე სიცრუიდან“.
57.  „კაცია-ადმიანში“ ი. ჭავჭავაძე წერს:
„ზოგი გულის ტკივილს იმით აჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს და ზოგი იმითი, რომ
ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულის ტკივილი
და სიყვარული აქვს - ეს თვითონ მკითხველმა გამოიცნოს“.
ილიას რომელი ლექსი ეხმინება ამ გამონათქვამს?
ა. „პოეტი“;
ბ. „ჩემო კალამო“;
გ. „ბედნიერი ერი“;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
58.  განდეგილი თავისი გამოქვაბულიდან მთის ბუნების სილამაზით ტკბებოდა. უცებ
საშინელმა ჭექა-ქუხილმა შეარყია ცა და ქვეყანა.
როგორ აღიქვა განდეგილმა ბუნების ეს სისასტიკე?
ა. როგორც სასჯელი, ახლობლებისაგან განდგომისა და მათი დავიწყებისათვის;
ბ. როგორც ცით მოვლენილი ღვთის რისხვა ცოდვილი ქვეყნის დასასჯელად;
გ. როგორც უბედურების წინასწარმეტყველება;
დ. როგორც ბუნების ჩვეულებრივი მრისხანება.
59.  რომელ ხატს ევედრებოდა განდეგილი „წარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა“?
ა. სამების;
ბ. მაცხოვრის;
გ. ღვთისმშობლის;
დ. წმინდა გიორგის.
60.  მწყემს ქალთან საუბარში განდეგილმა თავს უბედური უწოდა, ქალის რომელმა
ნათქვამმა გამოიწვია განდეგილის ასეთი თვითშეფასება?
ა. „განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის
    ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?“;
ბ. „ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
    მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია“;
გ. „არ გაგონდება არც მამა, დედა,
    ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?“;
დ. „მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით,
     ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“.
61.  როდის დაუშვა განდეგილმა შეცდომა, რაც მისი საბედისწერო მარცხით დამთავრდა?
ა. მწყემსი ქალი რომ გამოქვაბულში შეუშვა;
ბ. მწყემსს რომ საუბარი გაუბა წუთისოფლისა და ადამიანის დამოკიდებულებაზე,
     თავისი განდეგილობის მიზეზებსა და მიზანზე;

გ. როცა ქალთან საუბარში ადამიანებთან ცხოვრება გაიხსენა და ინანა, მათთან კავშირი
    რომ გაწყვიტა;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
62.  რომელი პოეტი უწოდებს თავის თავს „გარემოების საყვირს“?
ა. ილია;
ბ. ვაჟა;
გ. გალაქტიონი;
დ. აკაკი.
63.  ლექსში „განთიადი“ აკაკი წერს:
„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოვხალს,
ზე კალთა დამაფარეო.“
ქვემოთ მოტანილი სტრიქონებიდან რომელი მოსდევს ამ სიტყვებს?
ა. „ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო“;
ბ. „და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო;
გ. „დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო“;
დ. „სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო“.
64.  ვის მისწერა აღშფოთებული წერილი მოხუცებულმა დიმიტრი ყიფიანმა, რის გამოც
იგი საქართველოდან გადაასახლეს?
ა. რუსეთის იმპერატორს;
ბ. სასულიერო სემინარიის რექტორს - ჩუდეცკის;
გ. ეგზარქოს პავლეს;
დ. რუსეთის პატრიარქს.
65.  რის გამო ეუბნება ბათუ აფხაზი საფარ-ბეგს ამ სიტყვებს:
„არა! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია...“?
ა. იმიტომ, რომ სიკვდილის ღირსადაც არ მიაჩნია;
ბ. სურს, რომ მთელი სიცოცხლე სინანული ტანჯავდეს;
გ. იცის, რომ შერცხვენილი საფარ-ბეგი თავს მოიკლავს;
დ. საფარ-ბეგი დედამისის გაზრდილია, ბათუს ძიძიშვილია, ძიძიშვილობა კი
     რჯულზე მტკიცე ტრადიციაა.
66.  ვის ეკუთვნის ეს სტროფი:
„მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმე განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს,
მტრისას მისი გამოცანა“!
ა. ი. ჭავჭავაძეს;
ბ. ა. წერეთელს;
გ. რუსთაველს;
დ. დ. გურამიშვილს.
67.  ბათუს რომელმა საქციელმა გაუღვიძა სინდისი საფარ-ბეგს?
ა. როცა ბათუმ ინალიფას მოპარული ცხენი მოუყვანა;
ბ. როცა დილით ხელ-პირი დააბანინა და ასაუზმა;
გ. მშვიდად რომ გააცილა თავისი სახლიდან საფარ-ბეგი;
დ. როცა ბათუმ უთხრა: „პირშაობა შენი ვიცი, შემიტყვია...“


68.  ვის ეუბნება საფარ-ბეგი:
შენი ტყვე ვარ! ჰა, ხომ ხედავ,
იარაღი დამიყრია,
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია“?
ა. ბათუ აფხაზსს;
ბ. ზია-ხანუმს;
გ. ჰაჯი-უსუბს;
დ. ნაზიბროლას.
69.  ვინ არის ამ სიტყვების ავტორი:
„მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?“
ა. ი.ჭავჭავაძე;
ბ. ა. წერეთელი;
გ. გრ. ორბელიანი;
დ. დ. გურამიშვილი.
70.  რით იყო ცნობილი ყაბარდოში ჰაჯი-უსუბი?
ა. სიმდიდრით;
ბ. ვაჟკაცობით;
გ. ჭკუითა და გონებით;
დ. მოხერხებით.
71.  ვის შესახებ ამბობს აკაკი:
„სადაც კია გვარიშვილი, ყველა მისი გამზრდელია“?
ა. თავისი გამზრდელის შესახებ;
ბ. ინალიფას შესახებ;
გ. ჰაჯი-უსუბის შესახებ;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
72.  რომელი ფსევდონიმით არის ცნობილი ლუკა რაზიკაშვილი?
ა. მოჩხუბარიძე;
ბ. მეველე;
გ. ადამაშვილი;
დ. ვაჟა-ფშაველა.
73.  ვის შესახებ ამბობს ვაჟა:
კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი“?
ა. ჯოყოლა ალხასტაიძის შესახებ;
ბ. მინდიას შესახებ;
გ. ზვიადაურის შესახებ;
დ. ალუდა ქეთელაურის შესახებ.
74.  ვაჟას რომელი პერსონაჟი ამბობს:
მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა“?
ა. ალუდა ქეთელაური;
ბ. კვირია;
გ. ჯოყოლა;
დ. ბერი ლუხუმი.



75.  როდის გადაწყვიტა ალუგა ქეთელაურმა :
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯიბრადა“?
ა. როდესაც მინდიამ ალუდას სიმართლის დასადასტურებლად სოფელში მუცალის
მარჯვენა მოიტანა, ალუდამ კი უსაყვედურა, კარგად ვერ მოქცეულხარო;
ბ. როდესაც ხატობაზე ხევისბერმა უარი უთხრა ალუდას კურატის დაკვლაზე;
გ. როდესაც თემიდან მოკვეთილი ალუდა მშობლიურ კუთხეს ტოვებდა;
დ. როდესაც ალუდამ ხევსურებს მუცალის მოკვლის ამბავი მოუთხრო, მათ კი არ
დაიჯერეს.
76.  როდის თქვა ხევისბერმა ბერდიამ „ალუდა ქეთელაურში“:
„ხევსურნო ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძღლის ძვალს არ სტეხსო“.
ა. როდესაც ალუდას მეგობარმა მინდიამ დაიცვა ქეთელაური და უსაყვედურა ხევსურებს მისი აუგად ხსენების გამო;
ბ. როდესაც ალუდა ხატობაზე არ დაემორჩილა ხევისბერს და სამსხვერპლო კურატს
ხმლით თავი წააცალა;
გ. როდესაც ხატობაზე ბალღების მიერ მოტანილი მუცალის მარჯვენა ძაღლს მიგდეს,
მან კი პირიც არ დააკარა;
დ. როდესაც ზოგიერთმა ხევსურმა უარი თქვქ ალუდას ოჯახის აწიოკებაზე.
77.  ვაჟას რომელ გმირს დაატყდა ამგვარი რისხვა:
„წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა
სახლისა ციხის კარები,
ცეცხლი მიეცით საძოვარს,
ცასა სწვდებოდეს ალები“?
ა. ალუდას;
ბ. ჯოყოლას;
გ. ჭიჭოლას;
დ. ზვიადაურს.
78.  რომელ ისტორიულ ფაქტს ასახავს პოემა „ბახტრიონი“?
ა. 1812  წლის კახეთის აჯანყებას;
ბ. 1659 წლის კახეთის აჯანყებას;
გ. დიდგორის ომს;
დ. პოემაში მოგონილი ამბავია გადმოცემული.
79.  ვაჟას რომელი პერსონაჟი ამბობს:
„აღარ მეგონა,თუ მამრი კიდევ მიწაზე დადისა“.
ა. კვირია;
ბ. სანათა;
გ. ლელა;
დ. აღაზა.
80.  პოემა „ბახტრიონის“ რომელი პერსონაჟი ამბობს:
„თათრებთან ომი მწადია, მინდა რომ ჯავრი ვიყარო, მუმბარეზობით დადიან“?
ა.ბერი ლუხუმი;
ბ. სანათა;
გ. კვირია;
დ. ლელა.

81.  ვაჟა „ბახტრიონში“ ამბობს:
„ეს ის დრო იყო, როდესაც მთასა ჰლოცავდა ბარია,
როს სალოცავად მიაჩნდათ მთიელის ხალხის გვარია.“
რომელ დროს გულისხმობს პოეტი?
ა. კახეთის აჯანყებას, რომლის გამარჯვება მთიელთა დახმარებით გახდა შესაძლებელი;
ბ. დიდგორის ომს. როცა საქართველოს მთა და ბარი ერთად ებრძოდა მტერს;
გ. იმ დროს, როდესაც სპარსელთა მიერ აწიოკებული კახელები მთას აფარებდნენ თავს;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
82.  რატომ არ მონაწილეობდა ბახტრიონის ბრძოლაში ლელას მამა?
ა. ტყვედ ჰყავდათ თათრებს ბახტრიონის ციხეში;
ბ. კახელებთან ერთად ისიც სპარსეთში გადაასახლეს;
გ. სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა;
დ. ჭრილობებისაგან დასუსტებულმა ცხენზე შეჯდომა ვერ შეძლო.
83.  ვის შესახებ ამბობენ მოლაშქრეები პოემა „ბახტრიონში“:
„ღმერთმა აცხონოს ესენი,
ამათ გაგვიღეს კარები!
რო შავიჭრენით შიგნითა,
ჩვენ წინ ეყარნენ მკვდარები.“
ა. სუმელჯისა და ხოშარეულის შესახებ;
ბ. ლუხუმისა და ზეზვა გაფრინდაულის შესახებ;
გ. ბახტრიონის ციხეში ტყვედ ნყოფი ქართველების შესახებ;
დ. ლელასა და კვირიას შესახებ.
84.  ვინ ვის ახასიათებს ამ სიტყვებით:
„ქალი ჰდავს სამოთხის ყვავილს,
ნარწყავსა უკვდავებითა,
ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰგავს,
აუწყველს - უწყვავებითა.“
ა. ვაჟა-ფშაველა - ლელას;
ბ. ი. ჭავჭავაძე - მწყემს ქალს;
გ. აკაკი - ნაზიბროლას;
დ. ვაჟა-ფშაველა - აღაზას.
85.  ვინ არის დახასიათებული ამ სიტყვებით ვაჟას ერთ-ერთ პოემაში:
„ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი,
ერთი ყარიბი, უშნო რამ,
მხარზე თოფგადადებული,
გაბუდებულის წვერითა,
ხმალი წელს ერტყა წნელითა.“
ა. ზვიადაური;
ბ. მუსა;
გ. კვირია;
დ. წიწოლა.

86.  ვინ მიუძღოდა მთიელთა ლაშქარს ბახტრიონისაკენ, ლურჯ ცხენზე მჯდარი, რომელსაც „სხივი თავს ედგა ღვთიური“?
ა. ბერი ლუხუმი;
ბ. ზეზვა გაფრინდაული;
გ. კვირია;
დ. წმინდა გიორგი.
87.  „ბახტრიონის“ რომელი პერსონაჟი ამბობს:
„ვისაც ჩვენ არ ვებრალებით,
ჩვენ შევიბრალოთ რისადა?
სიკვდილი თვითონ უფალსა
გაუჩენია მტრისადა“?
ა. ლუხუმი;
ბ. კვირია;
გ. ზეზვა;
დ. სანათა.
88.  სად ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი ლელამ და კვირიამ?
ა. ბახტრიონის მიწაში სხვა დაღუპულ ქართველებთან ერთად;
ბ. ფშავში, მამა-პაპათა გვერდით;
გ. შატილში, საძმო სასაფლაოზე;
დ. ვაჟა ამის შესახებ არაფერს ამბობს.
89.  ვისზე ამბობენ გამარჯვებული მოლაშქრეები ვაჟას „ბახტრიოში“:
„ისა ყოფილა ვაჟკაცი,
ღირსი წელთ ერტყას ხმალია,
ლომია, უფალსა ვფიცავთ,
სწრაფი, ვით ელვა-ქარია“?
ა. ბერ ლუხუმზე;
ბ. ზეზვა გაფრინდაულზე;
გ. კვირიაზე;
დ. სუმელჯზე.
90.  რომელი სოფლიდან იყო ზვიადაური?
ა. ჯარეგადან;
ბ. ბაჩლიდან;
გ. ბისოდან;
დ. შატილიდან.
91.  ვინ შეატყობინა ქისტებს, რომ ზვიადაური ჯოყოლას ოჯახში იყო?
ა. მუსამ;
ბ. მინდიამ;
გ. დარლამ;
დ. ჯოყოლასთან სტუმრად მყოფმა დროულმა ქისტმა.
92.  ვინ აქვეყნებდა ნაწარმოებებს მოჩხუბარის ფსევდონიმით?
ა.   ვაჟა;
ბ.   ალ. ყაზბეგი;
გ.   კ. გამსახურდია;
დ.  მ. ჯავახიშვილი.


93.  რომელი გვარის წარმომადგენელი იყო წარმოშობით ალ. ყაზბეგი?
ა. ჩოფიკაშვილების;
ბ. ფიჩიტაურების;
გ. ჯალაბაურების;
დ. საგინაშვილების.
94.  „ხევისბერი გოჩას“ რომელი პერსონაჟის მრწამსია გამოხატული ამ სიტყვებში:
„ხალხისგან ამორჩეული ღმერთისგანაც ამორჩეული უნდა იყოს“?
ა. ონისესი;
ბ. ხევისბერის;
გ. გუგუასი;
დ. ნუგზარ ერისთავის.
95.   როდის იგრძნო ხევისბერმა უბედურების მოახლოება, რომელიც ონისეს შეეხებოდა?
ა. როდესაც ონისემ ფშავში წასვლა გადაწყვიტა;
ბ. ძიძიასა და გუგუას ჯვრისწერის დროს;
გ. ნუგზარ ერისთავთან ომის დაწყების წინ;
დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
96.  ვინ ამბობს ამ სიტყვებს:
„არ დაივიწყო, რომ სადაც შენი მამა-პაპა გაჩენილა და დამარხულა, სადაც მათი ძვლებია
ჩაფლული, იმას გედავებიან და არ დაანებო“?
ა. ონისე;
ბ. გუგუა;
გ. ჩალხია;
დ. ხევისბერი გოჩა.
97.  როდის უთხრა ხევისბერმა ონისეს:
„გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი“?
ა. როდესაც ონისეს სანგლები ჩააბარა;
ბ. როდესაც ონისე ნაროვანისკენ გაემართა;
გ. როდესაც ონისემ ფიფქ თოვლში სანადიროდ წასვლა დააპირა;
დ. თემის სამსჯავროზე.
98.  ვინ იყო ნუგზარ ერისთავის მოკავშირე მოხევეებთან ბრძოლაში?
ა. რუსები;
ბ. ხევსურები;
გ. ოსები და ლეკები;
დ. არ ჰყავდა მოკავშირეები.
99.  ვინ უთხრა მოხევეებთან ბრძოლაში დახმარებაზე უარი ნუგზარ ერისთავს?
ა. კახელმა დიდებულებმა;
ბ. ლეკებმა;
გ. მთიულებმა;
დ. ბიძინა ჩოლოყაშვილმა.
100.  რა ბედი ეწია ნუგზარ ერისთავს მოხევეებთან დამარცხების შემდეგ?
      ა. მოკლეს;
      ბ. ტყვედ ჩაიგდეს;
      გ. კლდეზე გადაიჩეხა;
      დ. ძლივს გადაურჩა სიკვდილს.


101.  რატომ შეეპარა ეჭვი გუგუას სიმართლეში, როდესაც ის მოხევეებს შეპყრობილი
მიჰყავდათ?
ა. ჩემზე შურისძიების წყურვილმა იქნებ მოღალატედ აქციაო;
ბ. გუგუას თემში აღარ დაედგომებოდა და ნუგზარ ერისთავს შეეკრაო;
გ. გუგუა დამნაშავესავით იქცეოდა და თვალს ვერ უსწორებდა ონისეს;
დ. გუგუა ხევში დიდი ნდობით არასდროს სარგებლობდა.

102.  ვის  მიუსაჯა ხევისბერმა ჩაქოლვა თემის სამსჯავროზე?
ა. გუგუას;
ბ. ორ ოსს;
გ. ონისეს;
დ. ორ ლეკს.
103.  როგორ დაასრულა სიცოცხლე გუგუამ?
      ა. ხევიდან მოკვეთის შემდეგ ცოცხალი არავის უნახავს;
      ბ. თავი მოიკლა;
      გ. ონისემ მოკლა;
      დ. თემის გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს.
104. როგორ დამთავრდა ხევისბერი გოჩას სიცოცხლე?
      ა. შვილის მოკვლის შემდეგ თავი მოიკლა;
      ბ. მტერთან ბრძოლაში დაიღუპა;
      გ. თოვლის ნამქერში ჩაიხრჩო;
      დ. მოღალატეებმა მიპარვით მოკლეს.









               
                                            














პასუხები


1.   ბ
27.  გ
53.  გ
  79.  ბ
 2.  ბ
28.  ბ
54.  ბ
  80.  დ
 3.  გ
29.  გ
55.  დ
  81.  ა
 4.  გ
30.  დ
56.  ბ
  82.  დ
 5.  ბ
31.  გ
57.  ბ
  83.  დ
 6.  დ
32.  ბ
58.  ბ
  84.  ა
 7.  გ
33.  გ
59.  გ
  85.  გ
 8.  დ
34.  დ
60.  დ
  86.  დ
 9.  დ
35.  ა
61.  ბ
  87.  გ
10.  გ
36.  დ
62.  დ
  88.  ბ
11.  გ
37.  ბ
63.  ბ
  89.  ბ
12.  ბ
38.  გ
64.  გ
  90.  გ
13.  დ
39.  დ
65.  დ
  91.  დ
14.  ა
40.  ა
66.  ბ
  92.  ბ
15.  ბ
41.  გ
67.  დ
  93.  ა
16.  დ
42.  გ
68.  ა
  94.  ბ
17.  ა
43.  დ
69.  ბ
  95.  ბ
18.  გ
44.  დ
70.  გ
  96.  დ
19.  დ
45.  გ
71.  გ
  97.  გ
20.  დ
46.  გ
72.  დ
  98.  გ
21.  ა
47.  დ
73.  დ
  99.  გ
22.  ბ
48.  გ
74.  ა
100.  დ
23.  დ
49.  ა
75.  ა
101.  ა
24.  დ
50.  გ
76.  გ
102.  ბ
25.  გ
51.  გ
77.  ა
103.  ბ
26.  გ
52.  გ
78.  ბ
104.  გ


No comments:

Post a Comment