Friday, January 31, 2014

პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში



წინასწარ დაგეგმვა: პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში
1. რა არის იმ პროექტის ძირითადი არსი, რომელსაც კურსის განმავლობაში ჩამოაყალიბებთ?

რა როლს ასრულებს თანამედროვე  პოეზია     თინეიჯერთა    ცხოვრებაში


2. რა კავშირებს ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამ თემას შორის?
ჩემი მოსწავლები ძალიან დაინტერესდნენ ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებით, სისტემატიურად კითხულობენ მათ ლექსებს და ბევრს უჩნდება მოთხოვნილება ,თავადაც დაწერონ.ალბათ იმიტომ , რომ ამ პოეტთა ლექსები ცხოვრებისეულია,აქტუალურია და საინტერესო...

3. როგორ შეიძლება გააკეთოთ ტექნოლოგიების ინტეგრირება?
ვფიქრობ, გადაიღოს  რამდენიმე ბავშვმა კამერით  ინტერვიუ და შემდეგ პროექტორით  ვაჩვენოთ სხვა ბავშვებს და  განვიხილოთ 

4. პროექტის რა სცენარზე ფიქრობთ? როგორია თქვენი პროექტის ზოგადი მონახაზი და იდეა?

ვფიქრობ , მივიწვიო ახალგაზრდა პოეტები , ვისაუბროთ მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.


5. რა როლი ექნება თქვენს მოსწავლეებს და რა დავალებებს შეასრულებენ ისინი?
მოსწავლეები დაუკავშირდებიან თავიანთ რჩეულ პოეტებს, აიღებენ ინტერვიუებს მათგან,დაწერენ  და დადგამენ პიესას სათაურითმოხეტიალე პოეტები, რითაც დააკავშირებენ ძველსა და ახალ თაობას ერთმანეთთან.

Sunday, January 26, 2014

დღე მეორე

მოვისმინეთ საპროექტო იდეები და შევავსეთ შაბლონი
ეროვნული სასწავლო9 გეგმიდან ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის  შესაბამისი სტანდარტები,21-ე საუკუნის უნარ ჩვევები და ვისწავლეთ ბუკლეტის გადაკეთება,სურათის ჩასმა დ ტექსტის მიწერა

Saturday, January 25, 2014

დღე პირველი

პირველად გავეცანით ერთმანეთს,განვეწყვეთ სამუშაოდ და დავიწყეთ „ინტელის“ პროგრამის შესწავლა.რომელიც ,ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება სასწავლო პროგრამის ხარისხიანად წარმართვაში.
შევქმენით ელექტრონული საქაღალდე და შევიტანეთ შიგ რამდენიმე საქაღალდე
გავეცანით 21-ე საუკუნის ფაილს, პროექტის მახასიათებელ„ ჩეკლისტს“
ვისაუბრეთ პროექტის გეგმების შესახებ